ახალი ამბები

გვინდა, მაგრამ პოლარიზაციის დასრულება ამ ადამიანების პირობებში ვერ წამომიდგენია — ღარიბაშვილი

22 ივნისი, 2022 • 538
გვინდა, მაგრამ პოლარიზაციის დასრულება ამ ადამიანების პირობებში ვერ წამომიდგენია — ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ არავის მოსწონს პოლარიზაცია, მაგრამ არსებული ოპოზიციის პირობებში მისი დასრულება ვერ წარმოუდგენია.

„რა თქმა უნდა, არავის არ მოგვწონს და ჩვენ გვინდა მართლაც ამ პოლარიზაციის დასრულება, მაგრამ როგორ უნდა მოვახერხოთ ამ ადამიანების პირობებში, მართლაც ვერ წამომიდგენია“, – თქვა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ათმაგად უპასუხებს როგორც ლანძღვასა და შეურაცხყოფას, ისე კონსტრუქციულ დამოკიდებულებას.

„გამოვედი, არაფერი არ მითქვამს საერთოდ, ხალხი გვიყურებს, გვისმენს, სიტყვა არ მითქვამს, საუბარი დავიწყე იმით, რომ ისტორიული (მართლაც ასეა) ჩანაწერი გაჩნდა პირველად, რომ ევროპული პერსპექტივა მიენიჭა ქვეყანას. პირდაპირ, შავით თეთრზე წერია — იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ამაზე დაიწყეს შეურაცხყოფები, ლანძღვა და ა.შ. ამაზე, რა თქმა უნდა, ჩემგან ათჯერ მეტი მიიღეს და ასეც იქნება ყოველთვის. იყოს კონსტრუქციული დამოკიდებულება და ასევე, ათმაგად დაგიბრუნებთ კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ყველას. ისე აღარ იქნება, როგორც ადრე იყო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთნ, ირაკლი ღარიბაშვილმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას შეურაცხმყოფელი განცხადებების მოსმენისთვის.

„საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო ასეთი ემოციური გამოსვლებისთვის, მათ შორის თქვენ მაგივრად, ძვირფასო ოპონენტებო, იმიტომ, რომ ამდენი მართლაც ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადების მოსმენა არ არის სასიამოვნო, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან რთულია, ასეთ უმსგავსო ქმედებებს და შეურაცხყოფებს, ასეთ ეპითეტებს არ გამოეხმაურო“, — განაცხადა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი