ახალი ამბები

“რელსებიდან გადავიდა” – ბილდტი ღარიბაშვილზე

23 ივნისი, 2022 • 1236
“რელსებიდან გადავიდა” – ბილდტი ღარიბაშვილზე

შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს Twitter-ზე ეხმაურება.

“ეს ტიპი – საქართველოს პრემიერ მინისტრზე ვსაუბრობ – გამოუსწორებელია. პარლამენტში სიტყვით გამოსვლიასას ჩემი ცოლის დადანაშაულება საქართველოსთვის მილიონების მოპარვაში ცხადყოფს, რომ ის რელსებიდან გადავიდა. ის არის ტრაგედია ძალიან კარგი ქვეყნისთვის”, – წერს ბილდტი.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას კარლ ბილდტი საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ ბიუჯეტიდან მოსყიდულ ლობისტებს შორის დაასახელა.

“კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას აქვს მილიონები წაღებული თქვენი მმართველობის დროს, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს. გადაეცით ახლა ეს დღესვე. ახლავე დაიწყეთ წერა. გადაეცით“, – მიმართა ღარიბაშვილმა ოპოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი