ახალი ამბები

ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები – გერმანიის ელჩი პრეზიდენტის დაგეგმილ აქციაზე

15 ივნისი, 2022 • 643
ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები – გერმანიის ელჩი პრეზიდენტის დაგეგმილ აქციაზე

გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე იქნება. მისი განცხადება თბილისში გერმანიის საელჩომ გაავრცელა.

“საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ხვალ, 16 ივნისს, 19 საათზე მოსახლეობა მიიწვია ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ევროპის მიმართ. ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, რათა გავხდე ან ნების გამოხატვის მოწმე”, – აცხადებს ქნირში.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისის აქცია დააანონსა. მან მოუწოდა მანამდე დაგეგმილი აქციის ორგანიზატორ სამოქალაქო ორგანიზაცია “სირცხვილიას”, რომ 20 ივნისს დაგეგმილი აქცია გადადონ და მის მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. პრეზიდენტის თქმით, 20 ივნისის აქცია ბევრ საფრთხეს უკავშირდება.

ზურაბიშვილმა 16 ივნისის აქციაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩები და ყველა პოლიტიკური ძალის, მათ შორის, მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი