ახალი ამბები

თბილისის ვიცე-მერი ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს

1 ივნისი, 2022 • 1823
თბილისის ვიცე-მერი ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის ვიცე-მერი, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ თბილისის მერიასა და შსს-ში დაუდასტურეს.

ილია ელოშვილი 47 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა.

ილია ელოშვილი, რომელიც წლების განმავლობაში კერძო სექტორში საქმიანობდა, 2012 წლიდან ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მოადგილე იყო;

2016-17 წლებში ის თავად გახდა მინისტრი, 2017 წლიდან კი თბილისის მერის, კახი კალაძის მოადგილე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.