საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ განცხადება საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდა.
ილია მეორემ მეცნიერებათა აკადემია დააჯილდოვა დაარსებიდან 80 წელთან დაკავშირებით, მათემატიკის, ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, ქართველოლოგიისა და მეცნიერების სხვა დარგების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.






