ახალი ამბები

გვარამიას 3.5 წელი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით მიესაჯა — სენატორი რიში

17 მაისი, 2022 • 905
გვარამიას 3.5 წელი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით მიესაჯა — სენატორი რიში

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში აცხადებს, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია. ამის შესახებ სენატორი ტვიტერზე წერს.

მისი თქმით, ოპოზიციის გაჩუმების მცდელობებს საქართველო შემაშფოთებელი მიმართულებით მიჰყვას.

„ნიკა გვარამიას, ქართული მედიის, „მთავარი არხის“ დირექტორს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებთ დააყენებს. კანონის უზენაესობა და თავისუფალი პრესა აუცილებელია დემოკრატიისთვის“, — წერს ჯიმ რიში.


„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი