ახალი ამბებირეკლამა

2022 წლის I კვარტალში ინტელიექსპრესით მხოლოდ საქართველოში 73 მილიონი დოლარი გადმოირიცხა

5 მაისი, 2022 • 1087
2022 წლის I კვარტალში ინტელიექსპრესით მხოლოდ საქართველოში 73 მილიონი დოლარი გადმოირიცხა

2022 წლის I კვარტალში ინტელიექსპრესის სისტემით საქართველოს 170 000 მოქალაქეზე მეტმა ისარგებლა და ჯამურად მხოლოდ საქართველოში 73 მილიონ დოლარზე მეტი თანხა გადმორიცხეს. გზავნილები საქართველოში მსოფლიოს 36 ქვეყნიდან განხორციელდა. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ისრაელის, იტალიის და თურქეთის ბაზრებიდან, ხოლო მნიშვნელოვანი კლება იყო უკრაინიდან და რუსეთიდან.

ასევე გაზრდილია საქართველოდან გადარიცხვები 8 მილიონ დოლარამდე. ამ პერიოდში, ინტელექსპრესის სისტემით, საქართველოდან გზავნილები მსოფლიოს 44 ქვეყანაში გადაირიცხა. ინტელიექსპრესის სისტემა ხელმისაწვდომია საქართველოში ყველა ბანკსა თუ ფინანსურ ინსტიტუტში, როგორც ფილიალებში, ისე დისტანციურ არხებში. საქართველოდან ინტელიექსპრესით ძირითადად იგზავნება ევროპის ქვეყნებში, დსთ-სა და აზიის ქვეყნებში.

ევროპის მიმართულებით ტრადიციული ფულადი გზავნილების გარდა, მომხარებლებს ვთავაზობთ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის სერვისს (SEPA-ს გადარიცხვებს). ტარიფი იწყება 4 ევროდან, და ჩარიცხვა ხდება 1 სამუშაო დღეში, ყოველგვარი დამატებითი საკომისიოების გარეშე.

მიმდინარე პერიოდში, გაფართოვდა ინტელიექსპრესის პარტნიორთა ქსელი მოლდოვაში, უკრაინაში, პაკისტანსა და ინდოეთში. ინდოეთი ინტელიექსპრესისთვის სრულიად ახალი მიმართულებაა.

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა

რუსეთ-უკრაინის ომმა მნიშნველოვანი გავლენა იქონია ინტელიექსპრესზე. უკრაინაში ინტელიექსპრესი ლიცენზირებულია როგორც მნიშნველოვანი უცხოური საგადახდო ინსტიტუტი 2018 წლიდან, ვთანამშრომლობთ 20-ზე მეტ უკრაინულ ბანკთან და სისტემის ბრუნვის 20%-მდე უკრაინაზე მოდის.

23 თებერვლიდან უკრაინის ეროვნულმა ბანკმა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინიდან ფულადი გზავნილების გაგზავნა აკრძალა, შესაბამისად შეწყდა უკრაინიდან გადარიცხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის საქართველოს მიმართულებით. ფულადი დახმარება ასეთ კონფლიქტურ პერიოდში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამიტომ ინტელიექსპრესში, კონფლიქტის დაწყების პირველივე დღეებში, მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა იმ ქვეყნიდან სადაც წარმოდგენილები ვართ გაგვეუქმებინა საკომისიო გზავნილებზე უკრაინის მიმართულებით, და ამით გამოგვეხატა ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება უკრაინელი პარტნიორების და ხალხის მიმართ. ჩვენი სისტემით საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, იტალიიდან და კვიპროსიდან დღემდე შესაძლებელია თანხის უკრაინის ეროვნული ბანკის საქველმოქმედო ანგარიშზე ჩარიცხვა, ცხადია უპროცენტოდ და მომსახურების ყველანაირ საკომისიოს ინტელიექსპრესი ფარავს.

ინტელიექსპრესი 2006 წელს საქართველოში დაარსებული ფულადი გზავნილების სისტემაა, რომლის საშუალებითაც დღეს ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის 70-ზე მეტ ქვეყანაშია შესაძლებელი. მას აგენტი ბანკების, პარტნიორი სისტემებისა და საკუთარი ფილიალების ქსელის გათვალისწინებით მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი განაღდების წერტილი ემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი