ახალი ამბებირეკლამა

ფულადი გზავნილები სომხეთიდან საქართველოში სპეციალური ტარიფებით

15 დეკემბერი, 2023 • 672
ფულადი გზავნილები სომხეთიდან საქართველოში სპეციალური ტარიფებით

ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი  მომხმარებლებს სომხეთიდან საქართველოში და საქართველოდან სომხეთში თანხის გაგზავნის სპეციალურ სააქციო ტარიფებს სთავაზობს. სომხეთიდან ფულადი გზავნილის საკომისიო 0.7%-ს, ხოლო საქართველოდან – 1%-ს შეადგენს. მიმღებს გზავნილის განაღდება მომენტალურად შეუძლია.

ინტელიექსპრესი სომხეთში ათწლეულზე მეტია ოპერირებს, ლიცენზირებულია სომხეთის ცენტრალური ბანკის მიერ, თანამშრომლობს ქვეყნის 9 უმსხვილეს ბანკთან  და წარმოადგენილია  ფილიალების ფართო ქსელით. ინტელიექსპრესის ფულადი გზავნილების სერვისის მიღება სომხეთის მთელ ტერიტორიაზეა შესაძლებელი. 

ინტელიექსპრესი ემსახურება გზავნილებს სომხეთიდან ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებით დიდია გზავნილების ნაკადი საქართველოში, უკრაინაში, საბერძნეთში, უზბეკეთში, მოლდოვასა და ისრაელში.

საქართველოდან სომხეთის მიმართულებით გზავნილის შესრულება შესაძლებელია, როგორც ინტელიექსპრესის ფილიალებიდან, ისე ნებისმიერი ქართული ბანკიდან და აგენტი კომპანიებიდან. 

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი 70-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. ფლობს საკუთარ ფილიალებს დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, კვიპროსში, თურქეთში, იტალიასა და საქართველოში. აქვს პარტნიორთა ქსელი მსოფლიოს მასშტაბით.

მასალების გადაბეჭდვის წესი