ახალი ამბებირეკლამა

ინტელიექსპრესის ახალი თამასა – 1 მილიარდ ლარზე მეტი საქართველოსკენ

29 დეკემბერი, 2023 • 1651
ინტელიექსპრესის ახალი თამასა – 1 მილიარდ ლარზე მეტი საქართველოსკენ

 2023 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობის ექვივალენტმა ეროვნულ ვალუტაში 1 000 000 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოში დაარსებული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი 2023 წლის შეჯამებას აქვეყნებს. მიმდინარე წლის მონაცემებით, ინტელიექსპრესის სისტემით ჯამურად, მხოლოდ საქართველოში, 381 000 000 დოლარზე მეტი თანხა გადმორიცხა, რაც 2022 წელთან შედარებით 11% პროცენტიანი ზრდაა. კომპანიის გადარიცხვის სერვისით და სხვა ფინანსური მომსახურებებით საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. გზავნილები საქართველოში მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან განხორციელდა. წინა წელთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ისრაელის, იტალიის, სომხეთის, მოლდოვას, კვიპროსისა და თურქეთის ბაზრებიდან.

ასევე საგრძნობლადაა გაზრდილი ინტელიექსპრესის სისტემით საქართველოდან გადარიცხვები. 2023 წელს გადარიცხვებმა 34 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ამ პერიოდში, ინტელექსპრესის სისტემით, საქართველოდან გზავნილები მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში გადაირიცხა. გაგზავნის ძირითადი მიმართულებებია ევროპის ქვეყნები და დსთ, ასევე განსაკუთრებით გაიზარდა გზავნილები თურქეთის მიმართულებით. აღნიშნულ მიმართულებაზე სპეციალური სააქციო ტარიფიც მოქმედებს.

ინტელიექსპრესის ფულადი გზავნილების სისტემა ხელმისაწვდომია საქართველოში ყველა ბანკის და სხვა ფინანსური დაწესებულებების ფილიალებსა თუ ციფრულ არხებში.  გზავნილები ასევე ხორციელდება კომპანიის 23 ფილიალიდან მთელს საქართველოში.

ევროპის მიმართულებით ტრადიციული ფულადი გზავნილების გარდა ინტელიექსპრესში ხელმისაწვდომია SEPA-ს გადარიცხვები – ევროპის ნებისმიერი ქვეყნის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის ყველაზე სწრაფი სერვისი. ტარიფი იწყება 4 ევროდან, თანხის ასახვა კი 1 სამუშაო დღეში, ყოველგვარი დამატებითი საკომისიოების გარეშე ხდება. SEPA სერვისი ხელმისაწვდომია ინტელიექსპრესის ევროკავშირში მიღებული ავტორიზებული საგადახდო ინსტიტუტის – API (Authorized Payment Institution) ლიცენზიის ფარგლებში.

საქართველოს გარდა ინტელიექსპრესი წარმოდგენილია 70-ზე მეტ ქვეყანაში. განსაკუთრებით გაიზარდა გზავნილების მოცულობა დიდი ბრიტანეთიდან მოლდოვასა და ფილიპინებში; საბერძნეთიდან, იტალიიდან და კვიპროსიდან ინდოეთის და სხვა აზიური ქვეყნების მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანი ზრდაა სომხეთიდან საქართველოსა და უკრაინის მიმართულებით.

ინტელიექსპრესი 2006 წელს საქართველოში დაარსებული ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემაა, რომლის საშუალებითაც დღეს ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება მსოფლიოს მასშტაბით 500 000-ზე მეტ გაგზავნისა და განაღდების წერტილში არის შესაძლებელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი