ინტელიექსპრესმა დიდი მოცულობის ვალუტის კონვერტაციაზე განსაკუთრებული პირობებით მომსახურება დაიწყო. 5000$/€ ექვივალენტის და მეტ თანხაზე კონვერტაციის პრემიუმ მომსახურება მოქმედებს და მომხმარებლებს ექსკლუზიური კურსის მოთხოვნის შესაძლებლობა ეძლევათ. სერვისის მიღება შესაძლებელია როგორც დისტანციურად ბანკის ანგარიშზე უნაღდო ჩარიცხვით, ისე ინტელიექსპრესის ფილიალებში ნაღდი ანგარიშსწორებით.
განაცხადის შევსება შესაძლებელია ბმულზე. განაცხადის მიღებისთანავე მომხმარებელს პირადი FX მენეჯერი უკავშირდება, აზუსტებს კონვერტაციის დეტალებს და სთავაზობს მასზე მორგებულ მეთოდს.
მომსახურების ახალი კონცეფცია მომხმარებელს რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას სთავაზობს:
- ხელსაყრელ და მუდმივად განახლებად საბაზრო გაცვლის კურსს
- დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ხელმისაწვდომობას კონვერტაციის პუნქტში
- ოპერაციის შესრულებას მომხმარებლისთვის კომფორტულ დროსა და გარემოში
- კონვერტაციის შესაძლებლობას ნაღდი ანგარიშსწორების გარეშე
ინტელიექსპრესი ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემაა. კომპანია საქართველოში 23 ფილიალითაა წარმოდგენილი და მომხმარებლებს ფულად გზავნილებთან ერთად ვალუტის კონვერტაციას, სალომბარდე და იპოთეკურ სესხებს სთავაზობს. სერვისებით სარგებლობა როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს შეუძლიათ.
ინტელექსპრესის ფილიალებიდან ასევე შესაძლებელია თანხის გადარიცხვა საბანკო ანგარიშზე, როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში, ევროკავშირისა და აზიის ქვეყნებში. საბანკო გადარიცხვა ხდება საუკეთესო ტარიფით, ერთ სამუშაო დღეში, დაზღვევის დამატებითი ხარჯის გარეშე. ინტელიექსპრესს საქართველოს გარდა აქვს საკუთარი ფილიალები დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, კვიპროსსა და თურქეთში. ასევე მომხმარებლებს ემსახურება აგენტი ბანკების, პარტნიორი სისტემებისა და ორგანიზაციების ფილიალებიდან. კომპანიის სერვისი მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.