ახალი ამბები

ამომრჩეველთა სიები და ცესკოს ახალი სტრატეგია

8 აგვისტო, 2011 • 2198
ამომრჩეველთა სიები და ცესკოს ახალი სტრატეგია

საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც საარჩევნო მონიტორინგის პროცესი 10 აპრილამდე გაგრძელდა.  ცესკოს განმარტებით, ოპოზიციურმა პარტიებმა ითხოვეს დროის გაწევა იმის გამო, რომ სიების გადასამოწმებელი დრო რეალურად საკმარისი არ იყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის აზრით, ის, რომ ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას იღებენ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესში, დადებითი პროცესია  ორი მიზეზის გამო.– „პირველი იმიტომ, რომ რეალურად სუფთავდება სიები. ძირითადად კი, იმ რაიონებში, სადაც პარტიების წარმომადგენლები აპირებენ კენჭისყრას.  და, ასევე, ის, რომ  მათ პრაქტიკულად  მოუწიათ ამ საკითხებთან შეხება და ახლა ბევრად უკეთესად ესმით ჩვენი პრობლემები. პროგრესიც სახეზეა“–აღნიშნავს ხარატიშვილი.

ხარატიშვილი მიიჩნევს, რომ ხშირად სიები სპეკულაციის თემაა პარტიების მხრიდან. „ერთ–ერთმა პარტიამ გამოაცხადა, რომ ჭიჭინაძის ქუჩაზე, ერთ–ერთ ნომერზე ბევრად მეტი მაცხოვრებელია, ვიდრე უნდა იყოს. მერე აღმოჩნდა, რომ თბილისში ჭიჭინაძის სამი ქუჩა არსებობს. მათ კოდისთვის ყურადღება არც მიუქცევიათ. და ნაცვლად 09 კოდისა, რომელიც სამგორის რაიონია, და სადაც დევნილების კომპაქტური დასახლებაა,  ისინი 06–ზე, ნაძალადევში მივიდნენ, სადაც იმ ნომერში 2 ამომრჩეველია ჩაწერილი“,–ამბობს ხარატიშვილი.   

მისი აზრით, როცა ოპოზიციური პარტიები ამბობენ,  რომ 2 დღეში იპოვეს 100 000 ახალი დარეგისტრირებული, ეს ტყუილია. რეალურად შეუძლებელია, რომ საჯარო რეესტრმა ადამიანთა ეს რიცხვი 2 დღეში დაარეგისტრიროს:  “დღემდე ვეხვეწები რომ მომცენ ამ ადამიანების  სია, მაგრამ მას შემდეგ ორი კვირა გავიდა“.

რაც შეეხება თანხებს, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს მიეცა სიების გადასამოწმებლად, ხარატიშვილის აზრით, ეს შერჩვევითი შემოწმებისთვის და ტექნიკური პროცედურებისთვის სრულიად საკმარისია. მაგრამ მთელი საქართველო რომ  შემოიარონ კარდაკარ, ამისთვის– არა, რა თქმა უნდა– „თუმცა ძალისხმევა რომ გაერთიანებულიყო, ესეც შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ყველა თავის საბანს ექაჩება“, –ფიქრობს ხარატიშვილი“.

საარჩევნო სიების გადამოწმების მიზნით სახელწიფომ ოპოზიციურ პარტიებს 1.2 მლნ. ლარი გამოუყო.

წინასაარჩევნო პროცესი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 22 და 23 მარტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციასთან და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დირექტორთან, მაიქლ დევენპორტან განიხილა და ცესკოს ახალი სტრატეგია გააცნო.

დღეს, სტრატეგიის პრეზენტაციის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მაიქლ დევენპორტმა აღნიშნა, რომ მიესალმება ცესკოს სტრატეგიას, რომელიც პრობლემების გადაწყვეტის გეგმაა.

ცესკოს  2010–2011 წლების სტრატეგიით, 2010 წლის  ადგილობრივი არჩევნების დასრულებამდე უნდა გაუმჯობესდეს ამომრჩეველთა სიების ფორმირების საკითხი. გაგრძელდეს აქტიური მუშაობა ამომრჩეველთა მოწყვლად ჯგუფებთან ( ეთნიკური უმცირესობები, პატიმრები და შეძღუგული შესაძლებლობის მქონე პირები), რომლის მიხედვითაც საარჩევნო სიებში ფაქტობრივი ცდომილება 1%–ზე დაბალ ნიშნულამდე უნდა იყოს დაყვანილი. (ამორჩეველა დუბლირება, სიაში მათო გამოტოვება ან არ შეტანა, გარდაცვლილების შეტანა). ასევე, სტრატეგიის მიხედვით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამომრჩეველთა სიების საჯარო ვერსიების ხელმისაწვდომობა და უნდა  გაფართოვდეს ცესკოს ვებ–გვერდზე ამორჩეველთა სიების ძიების პარამეტრები.

სტრატეგიით, ასევე, განისაზღვრა, რომ  ცენტრალური საარჩევნო კომისია არის საჯარო სტრუქტურა, რომლის მისიაა იყოს დამოუკიდებელი არბიტრი, ჩაატაროს არჩევნები კანონმდებლობის შესაბამისად და არ იყოს მხარე პოლიტიკურ დისკუსიებში. 

სტრატეგია თავის მხრივ,  მოკლე და გრძელვადიანი მიზნებს მოიცავს, მოკლედვადიანი მიზნები 2010 წლის ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებს უკავშირდება.

 ცესკოს ამ ეტაპისთვის ბაზაში 3 მილიონ 587 ათას 425 საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე ჰყავს წარმოდგენილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი