ახალი ამბები

ეგზიტპოლის მიხედვით, მაკრონმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

24 აპრილი, 2022 • 1367
ეგზიტპოლის მიხედვით, მაკრონმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის მიხედვით, ემანუელ მაკრონი ხმათა უმრავლესობით – 58,2%-ით ლიდერობს.

ეგზიტპოლი ორგანიზაციამ Ipsos & Sopra Steria ჩაატარა.

არჩევნების მეორე ტურში, რომელიც დღეს გაიმართა, მაკრონის მეტოქე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე პენი იყო. ეგზიტპოლის თანახმად,  ხმები ასე გადანაწილდა:

  • მაკრონი – 58,2%
  • ლე პენი – 41,8%

მაკრონის გამარჯვებაზე მიუთითებდა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლიც. თუმცა, აქვე აღნიშნული იყო, რომ 2017 წლის არჩევნებთან შედარებით, 2022 წლის 10 აპრილს ამომრჩევლის აქტივობა მნიშვნელოვნად იყო შემცირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი