ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მაკრონი სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება

20 თებერვალი, 2026 •
მაკრონი სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სომხეთს ორდღიანი ვიზიტით 4 მაისს ეწვევა – ამის შესახებ X-ის საკუთარ მიკრობლოგში დაწერა საფრანგეთში სომხეთის საპატიო კონსულმა, დენის ჯორკაეფმა.

„რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სომხეთს ორდღიანი ვიზიტით 4 მაისს ეწვევა. იგი შეხვდება ნიკოლ ფაშინიანს და მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც ერევანში გაიმართება“, – დაწერა მან.

2026 წლის 4 მაისს ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 შეხვედრა ჩატარდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი