პარიზის სისხლის სამართლის სასამართლომ მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნო ევროპული სახსრების მითვისებაში თავისი პარტიის სასარგებლოდ.
კერძოდ, სასამართლოს თანახმად, ლე პენი, რვა ყოფილი ფრანგი ევროპარლამენტარი და 12 თანაშემწე ევროპარლამენტში მუშაობისას ევროკავშირის სახსრების საკუთარი პარტიის დასაფინანსებლად იყენებდნენ. საერთო ჯამში, სასამართლომ აღმოაჩინა მტკიცებულება 4.6 მილიონი ევროზე მეტი ღირებულების 40-ზე მეტი ფიქტიური კონტრაქტის შესახებ თითქმის 12 წლის განმავლობაში.
მარინ ლე პენს მიესაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის ორი წელი პირობითია, ხოლო დანარჩენი ორი ლე პენში სახლში, ელექტრონული სამაჯურით უნდა მოიხადოს. მარინ ლე პენს ასევე დაეკისრა 100 000 ევროს ჯარიმა და საჯარო თანამდებობაზე არჩევის ხუთწლიანი აკრძალვა, რაც ნიშნავს, რომ ის მონაწილეობას ვერ მიიღებს 2027 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
მოსალოდნელია, რომ მარინ ლე პენი პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.