ახალი ამბები

მაკრონი – 28.5%, ლე პენი – 23.3%- საფრანგეთის არჩევნები

10 აპრილი, 2022 • 2289
მაკრონი – 28.5%, ლე პენი – 23.3%- საფრანგეთის არჩევნები

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლის თანახმად, ემანუელ მაკრონი 28.5%-ით ლიდერობს.

მეორე ადგილს იკავებს ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე პენი, რომელსაც პირველადი შედეგებით 23.3% აქვს.

ლე პენს მოსდევს მემარცხენე ჟან-ლუკ მელენშონი, რომელმაც ხმების 20.3% მიიღო.

ეს მონაცემები ეფუძნება კვლევითი ორგანიზაცია Ipsos-ის ეგზიტპოლებს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.

სავარაუდოდ, მეორე ტურში მაკრონს ლე პენი დაუპირისპირდება.

2017 წლის არჩევნებთან შედარებით, 2022 წლის 10 აპრილს ამომრჩევლის აქტივობა მნიშვნელოვნად იყო შემცირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი