ახალი ამბები

მხოლოდ კიევის ოლქში 1222 ცხედარი ვიპოვეთ – უკრაინის გენ.პროკურორი

10 აპრილი, 2022 • 1788
მხოლოდ კიევის ოლქში 1222 ცხედარი ვიპოვეთ – უკრაინის გენ.პროკურორი

უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა აცხადებს, რომ 10 აპრილის დილის მონაცემებით, მხოლოდ კიევის ოლქში, დროებითი ოკუპაციის პერიოდში დახოცილი 1222 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

Sky News-სთან ინტერვიუში ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ უკრაინას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი 500 პირი, ხოლო ომის დანაშაულის 5600 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კიევის ოლქის ნაწილი, მათ შორის ქალაქი ბუჩა, რამდენიმე კვირის მანძილზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ იყო ოკუპირებული.

რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ ქალაქში იპოვეს ადამიანთა გვამები, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცელი ეცვათ.

ზოგიერთ მათგანს ხელები ჰქონდა შეკრული.

მასალების გადაბეჭდვის წესი