ახალი ამბებისაზოგადოება

მსოფლიო ლიდერების გამოხმაურება ხოცვა-ჟლეტაზე ბუჩაში

3 აპრილი, 2022 • 4790
მსოფლიო ლიდერების გამოხმაურება ხოცვა-ჟლეტაზე ბუჩაში

განახლება: სტატიის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ნახევარ საათში საგარეო უწყება მომხდას ტვიტერზე გამოეხმაურა.


კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობების ფაქტი მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა დაგმო და დაადანაშაულა რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაში. ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცოტა ხანში რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდება, ხოლო უკარაინა შეიარაღებას მიიღებს.

“ბუჩადან გავრცელებული სურათები უპატიებელია. ქუჩებში ასობით ლაჩრულად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები. რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ამ კრიმინალზე”, – დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

“ფოტოები ბუჩადან უპატიებელია. პუტინის დაუკებელი ძალადობა ანადგურებს უდანაშაულო ადამიანებს და არ აქვს ლიმიტები. ომის დამნაშავეები პასუხს აგებენ. ჩვენ გავამკაცრებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და დავეხმარებით უკრაინას უფრო მეტად თავდაცვაში”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბარბოკმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ შოკირებულია რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი საშინელებების ამსახველი ფოტოებით. მან მომხდარი მოიხსენია ჰეშთაგით #BuchaMassacre (ბუჩას ხოცვა-ჟლეტა).

მიშელის თქმით, EU დაეხმარება უკრაინასა და არასამთავრობოებს ომის დანასაულების მტკიცებულებების შეგროვებაში. მიშელმა ასევე დააანონსა ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და დახმარების პაკეტი უკრაინის მიმართ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მომხდარი “კუჭ-ნაწლავში დარტყმად” შეაფასა და თქვა, რომ ომის ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.

მომხდარს გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუც. მანაც მომხდარ ხოცვა-ჟლეტად შეაფასა და განაცხადა, რომ მოლდოვა მკაცრად გმობს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანშაულებს, ისევე როგორც უკანონო და უსაფუძვლო რუსეთის ომს უკრაინის წინაარმდეგ. სანდუმ 4 აპრილი მოლდოვაში გლოვის დღედ გამოაცხადა.

ჯერჯერობით მომხდარს არ გამოხმაურებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, არც საგარეო უწყება, არც პრემიერი და ა.შ. მოსკოვმა ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობის ფაქტები უარყო და დასავლური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ფოტოები “დადგუმლად” შეაფასა.

განახლება: სტატიის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ნახევარ საათში საგარეო უწყება მომხდას ტვიტერზე გამოეხმაურა.

“ჩვენ მკაცრად ვგმობთ ხოცვა-ჟლეტას ბუჩაში და არაადამიანურ მოქმედებას უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. ჩვენ შეძრულები ვართ ამ ბრიტალური საშინელებების სცენებით. ყველა ვინც ამ ომის დანაშაულზეა პასუხისმგებელი, უნდა მიეცეს პასუხისგებაში”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. ოფიციალური თბილისი უკრაინელ ხალხს უსამძიმრებს.

კიევთან ახლოს მდებარე ბუჩაში შესულმა ჟურნალისტებმა ქუჩებში არაერთ ადამინის გვამი აღმოაჩინეს, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ – იუწყებ BBC. AFP-ს რეპორტიორმა მინიმუმ 20 ასეთი გვამი დაითვალა. მათგან მინიმუმ ერთს, ხელები ჰქონდა შეკრული. ბუჩაში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი ცოტა ხნის წინ დაიბრუნეს, მას შემდეგ, რაც რუსმა ჯარისკაცებმა კიევის ოლქი დატოვეს. მანამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს ქალაქი რუსი სამხედროების ხელში იყო. ქალაქის მერმა ანატოლი ფედორუკმა AFP-ს უთხრა, რომ 20-ივე მათგანს ტყვიან უკნიდან აქვს მოხვედრილი. მისი თქმით, რუსეთის შეჭრის შემდეგ ქალაქში 280 ადამიანია მკვდარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი