ახალი ამბები

ველი საქართველოს ახალ საგარეო მინისტრთან მუშაობას — კულება

5 აპრილი, 2022 • 940
ველი საქართველოს ახალ საგარეო მინისტრთან მუშაობას — კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გამოეხმაურა საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილის დანიშვნას და აღნიშნა, რომ მასთან თანამშრომლობას ელის.

ამასთან, კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს მხარდაჭერის იმედი აქვს.

„ველი მუშაობას საქართველოს ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, რათა უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გავაძლიეროთ. საქართველოს სრული მხარდაჭერის იმედი გვაქვს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – დაწერა ტვიტერზე კულებამ.

გუშინ, 4 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დავით ზალკალიანის ნაცვლად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. დარჩიაშვილი მანამდე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა და პირველ მარტს ვიდეომიმართვით გამოეხმაურა უკრაინის კრიზისს, გაუგებარი უწოდა საქართველოდან ელჩის გაწვევას და ისაუბრა დესტრუქციული ძალების მიერ საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობების შესახებ.

მისი თქმით, საქართველოს მკაფიო პოზიციაა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და საქართველოში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება.

ვინ არის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი და რა პოზიცია აქვს უკრაინაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი