ახალი ამბები

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ბაიდენი ამ კვირაში უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს

20 მარტი, 2022 • 1382
თეთრი სახლი აცხადებს, რომ ბაიდენი ამ კვირაში უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს

თეთრი სახლი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპაში ვიზიტის ფარგლებში უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა  ჯენ ფსაკიმ ტვიტერზე დაწერა.

„მოგზაურობა ფოკუსირებული იქნება მსოფლიოს ერთიანი ძალისხმევის უწყვეტობაზე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და პრეზიდენტ პუტინის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინაში გამგზავრება არ იგეგმება“, – დაწერა ფსაკიმ.

ბაიდენს, რომელიც მომავალ კვირას ევროპაში საგანგებო სამიტებისთვის ჩადის, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოუწოდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის უკრაინაში ჩასვლა მათდამი სოლიდარობის სიმბოლო იქნებოდა.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

გაეროს თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკვე 3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი