ახალი ამბებირეკლამა

ინტელიექსპრესმა უკრაინაში თანხის გადარიცხვის საკომისიო გააუქმა

27 თებერვალი, 2022 • 3766
ინტელიექსპრესმა უკრაინაში თანხის გადარიცხვის საკომისიო გააუქმა

ქართულმა საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესმა ფულადი გზავნილის უკრაინაში გადარიცხვისას საკომისიო გააუქმა.

ინტელიექსპრესის სისტემით საკომისიოს გარეშე გადარიცხვა შემდეგი 6 ქვეყნიდანაა შესაძლებელი: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, იტალია, კვიპროსი, თურქეთი და საქართველო. აღნიშნულ ქვეყნებში ინტელიექსპრესი პირდაპირ, საკუთარი ფილიალებითაა წარმოდგენილი. 

„ინტელიექსპრესი უკრაინაში 15 წელზე მეტია ოპერირებს, მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინელ პარტნიორებთან და ყოველდღიურად ემსახურება ათასობით უკრაინელ მომხმარებელს. სწორედ ამიტომ, გვსურს, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, გამოვხატოთ მხარდაჭერა“ აცხადებენ კომპანიაში.

ფულადი გზავნილის განაღდება უკრაინის მთელს ტერიტორიაზეა შესაძლებელი. თანხის მიღება ხდება როგორც საბანკო ანგარიშზე და ბარათზე, ისე ნაღდი ანგარიშსწორებით უკრაინულ ბანკებში.

ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელექსპრესი უკრაინაში „მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის“ სტატუსით სარგებლობს, რეგისტრირებულია უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ და სისტემაში ჩართული ჰყავს 15 უმსხვილესი ბანკი. 

საქართველოდან ინტელიექსპრესის სისტემით ფულადი გზავნილის განხორციელება ნებისმიერი ბანკიდან და სისტემის ფილიალებიდანაა შესაძლებელი. ინტელიექსპრესის ფილიალების სანახავად მიჰყევით ბმულს.

მასალების გადაბეჭდვის წესი