უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ კიევი კიდევ ერთი ღამით გადაურჩა რუსეთის ძალების დაბომბვას.
ის ავრცელებს კიევის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფოტოს, რომელიც დაზიანებულია.
მედიაში ვრცელდება კადრები, რომელიც ამ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმას უჩვენებს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კორპუსის დაზიანებისას ადამიანები არ დაღუპულან და დაშავებულან.