ახალი ამბები

კიევზე დრონებით მასშტაბური შეტევის შედეგად 53 ადამიანი დაშავდა

13 დეკემბერი, 2023 • 648
კიევზე დრონებით მასშტაბური შეტევის შედეგად 53 ადამიანი დაშავდა

გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის დედაქალაქს ათეულობით საბრძოლო დრონით შეუტია. აფეთქებების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, დაშავდა 53 ადამიანი, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანა 20 ადამიანს დასჭირდა, დაშავებულთა შორის კი არიან ბავშვებიც.

დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა არაერთ საცხოვრებელ სახლში, მაშველებმა კი 17 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დაშავებულთა უმრავლესობამ დაზიანებები მიიღო აფეთქების ტალღით გამოწვეული ფანჯრების მსხვრევისას.

რუსეთმა კიევს დრონებით იმ დროს შეუტია, როცა უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის თემაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი