ახალი ამბები

რუსეთი ევროვიზია 2022-დან მოხსნეს

25 თებერვალი, 2022 •
რუსეთი ევროვიზია 2022-დან მოხსნეს

ევროპის მაუწყებელთა კავშირი, რომელიც ყოველწლიურად მუსიკალურ კონკურს ევროვიზიას ატარებს, აცხადებს, რომ წლევანდელ კონკურსში რუსეთის წარმომადგენელი მონაწილეობას ვერ მიიღებს.

კონკურსის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მასში წარმოდგენილი იქნებოდა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ეს კონკურსის ჩაშლას გამოიწვევდა.

მაუწყებელთა კავშირის ამ განცხადებას წინ უძღოდა რამდენიმე მონაწილე ქვეყნის მოწოდება რუსეთის კონკურსიდან ჩახსნის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკურში მონაწილეობაზე უარის თქმას ეს ქვეყნები თავად გეგმავდნენ.

მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.ვრცლად:

რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, დღე მე-2 — განახლებადი [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი