ახალი ამბები

სასტუმროები, კვების ობიექტები და სხვები მზად არიან საქართველოში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად

24 თებერვალი, 2022 • 1450
სასტუმროები, კვების ობიექტები და სხვები მზად არიან საქართველოში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად

რუსეთის მხრიდან თავდასხმისა და უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ, საქართველოში მყოფი არაერთი უკრაინელი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

მათ დასახმარებლად მზადყოფნას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მრავალი მოქალაქე გამოთქვამს. ისინი სოციალურ ქსელებში, მათ შორის, ფეისბუკ ჯგუფებში Spend 4 Seasons in Georgia და Glory to Ukraine-Support From Georgia  და Georgians For Ukraine წერენ, რომ შეუძლიათ, თავიანთ სახლებში მიიღონ აქ მყოფი უკრაინელები.

საზოგადოებრივ ინიციატივას შეუერთდნენ სასტუმროები, კვების ობიექტები, კლინიკები და სხვა დაწესებულებები. ისინი მზად არიან, უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა ფორმით დაეხმარონ.

“ნეტგაზეთი” ხსენებული ობიექტების ჩამონათვალს გთავაზობთ. სია პერიოდულად განახლდება.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი