ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შობას და ნათლისღებას ვულოცავ – პრეზიდენტის მილოცვა სუბ გევორქის ტაძრიდან 

6 იანვარი, 2022 •
შობას და ნათლისღებას ვულოცავ – პრეზიდენტის მილოცვა სუბ გევორქის ტაძრიდან 

პრეზიდენტი და  პრემიერი  6 იანვარს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობის და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავენ. 

ქრისტიანების ნაწილი შობის და ნათლისღების დღესასწაულს 6 იანვარს აღნიშნავენ.

სალომე ზურაბიშვილი სადღესასწაულო ლოცვას თბილისის სუბ გევორქის ტაძარში დაესწრო და იქიდან მიულოცა: 

“შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიას, სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში!  მშვიდობის, ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს ეს დღე ყოველი თქვენგანისთვის! მრავალჯერ გეზეიმოთ სინათლისა და სიკეთის ეს დიდი დღესასწაული!”, – მიმართა მან. 

მიმართვის ტექსტი გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც: 

“ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს და მოძმე სომეხ ხალხს ქრისტეს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს.  ამ მრავალსაუკუნოვან ძმობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ისტორიას ჩვენი ხალხების კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა განაპირობებს, რაც, მჯერა, მომავალშიც ასე იქნება”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი