ახალი ამბები

ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის უფლება მისცეს, თუმცა მკაცრი წესებით 

31 დეკემბერი, 2021 •
ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის უფლება მისცეს, თუმცა მკაცრი წესებით 

საქართველოში ღამის კლუბებს უფლება მისცეს 31 დეკემბერს და 1 იანვარს ღამეს ღონისძიებები გამართონ, თუმცა მათ ამისთვის გამცარებული წესები უნდა დაიცვან. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალ გადაწყვეტილებაზე ცნობას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

ამ ცნობის მიხედვით, ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს:

  • ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები;
  • პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი;
  • აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;

მთავრობის ცნობით, რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ.

 

არჩევნები? – რატომ აჭიანურებენ რესტორნებისთვის “კოვიდ პასპორტის” დანერგვას

მასალების გადაბეჭდვის წესი