ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას შემაშფოთებელს უწოდებს

27 დეკემბერი, 2021 • 1600
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას შემაშფოთებელს უწოდებს

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ეხმაურება საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტის ინიციატივას და მას შემაშფოთებელს უწოდებს.

„ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ შეთავაზებაზე, პარლამენტმა გააუქმოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც აკისრია უმნიშვნელოვანესი როლი წამების პრევენციისა და პირადი ცხოვრების დაცვის კუთხით“, – წერს კომისრის ოფისი ტვიტერზე.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი მოუწოდებს ინიციატორებს, „უკან გაიხმონ აღნიშნული ინიციატივა და უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებათა ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა“.

„ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლარაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი