პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ შექმნილი სამსახურების ხელმძღვანელები აირჩია.

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად აირჩიეს მოქმედი პროკურორი კოკა კაციტაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე კი- ლელა ჯანაშვილი.

კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 15 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს.

1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იქმნება ორი — სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. ლონდა თოლორაიას და ომბუდსმენის აპარატს ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული, თუმცა პარლამენტი სასამართლოს არ დაელოდა და თოლორაიას შემცვლელები ისე დანიშნა.