ახალი ამბები

ადგილი, სადაც მოსახლეობა პარკს ითხოვს, წინააღმდეგობის მიუღედავად, შემოღობეს

23 დეკემბერი, 2021 • 1652
ადგილი, სადაც მოსახლეობა პარკს ითხოვს, წინააღმდეგობის მიუღედავად, შემოღობეს

დიდ დიღომში, თავდადებულის 14ა-ში, ადგილზე, სადაც მოსახლეობა პარკს ითხოვს, პოლიციაა მობილიზებული.

აქ ფეხბურთის ფედერაციას, მერიის მხარდაჭერით, დახურული სტადიონის აშენება სურს, რასაც მოსახლეობა ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ დახურული სტადიონის ნაცვლად პარკი უნდათ.

დღეს ადგილზე ტექნიკა და პოლიცია მიიყვანეს. იგეგმება ადგილის სამშენებლო ღობით  ბოლომდე შემოსაზღვრა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილზე არიან „პროვოკატორები, რომლებიც უპირისპირდებიან მოსახლეობას“.

 


დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონის მცხოვრებლები უკვე არაერთი თვეა ითხოვენ, რომ სტადიონის ნაცვლად სარეკრეაციო სივრცე მოეწყოს. თუმცა, ჯერჯერობით – უშედეგოდ. საუბარია 10 589 კვ. მ. ფართობის ტერიტორიაზე, რომელიც, მიუხედავად მოქალაქეების მოთხოვნებისა, ფეხბურთის ფედერაციას მაინც გადაეცა.

ადგილზე, სადაც მოსახლეობა წლებია სარეკრეაციო სივრცის მოწყობას ითხოვს, ნოემბრის ბოლოს ჯვარიც აღმართეს.

დიდ დიღომში საფეხბურთო მოედანთან ერთად რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა — კალაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი