ახალი ამბები

დიღომში აფეთქებისას დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა – იაშვილის კლინიკა

1 სექტემბერი, 2022 • 947
დიღომში აფეთქებისას დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა – იაშვილის კლინიკა

დიდ დიღომში,  ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ინფორმაცია ნეტგაზეთს თავად კლინიკამ მიაწოდა.

კლინიკის თქმითვე, ბავშვი ერთ წლამდე ასაკისაა. ჯერჯერობით, ოპერაცია დაგეგმილი არ არის.

საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დღეს დილით მოხდა, დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის, დედა-შვილი.

აფეთქების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ფეისბუკ ჯგუფში – „დიდი დიღომი – Didi Dighomi“ გავრცელდა. მოქალაქეები წერენ, რომ დილით, დაახლოებით 07:30 საათზე აფეთქების ხმა გაიგონეს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი