პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტთა პაკეტებს, რომლითაც აზარტული თამაშების ბიზნესს ახალი რეგულაციები უწესდება.
გადაწყვეტილება კომიტეტმა 15 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო, რომელსაც ესწრებოდა არაერთი აქტორი – სათამაშო ბიზნესის, მედიის წარმომადგენლები და სხვები .
13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს სხვადასხვა მიმართულებით.
კერძოდ, სრულად იკრძალება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება (თუმცა სპონსორობა კვლავ დაშვებული იქნება), 25 წლამდე პირებისთვის თამაში, ხოლო ონლაინ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მექანიზმი იცვლება.
ცვლილებები ორ პაკეტად არის დარეგისტრირებული. კომიტეტმა ორივე პაკეტს დაუჭირა მხარი.
პირველი პაკეტის ფარგლებში, ცვლილებები 8 კანონში შედის:
1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში
2. „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“
3. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში
4. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
6. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
7. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
8. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ხოლო მეორე პაკეტი ეხება საგადასახადო წესებს და აქ 5 კანონში შედის ცვლილებები:
1. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
2. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
3. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
4. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
5. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
განხილვები დაჩქარებული წესით გრძელდება.
ვრცლად: