ახალი ამბები

თბილისის კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ – სია

11 დეკემბერი, 2021 • 1248
თბილისის კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ – სია

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა.

დახურვის ცერემონიაზე ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულებს  ფესტივალის პრიზი — ოქროს პრომეთე გადაეცათ.

გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:

 საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი

„ოთარის სიკვდილი“ – რეჟისორი სოსო ბლიაძე

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

“ტვირთი“ – რეჟისორი მირანდა ნამიჭეიშვილი

საუკეთესო დოკუმენტური ფილმებისათვის:

  •  “მოთვინიერება“ – რეჟისორი სალომე ჯაში
  •  „დიდება დედოფალს“ – რეჟისორები თათია სხირტლაძე, ანა ხაზარაძე

ასევე, ჟიურის სპეციალური პრიზი – “განსაკუთრებული აღნიშვნა” გადაეცათ:

  •  სამსახიობო გუნდი – „პაპანაქება“ (რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი)
  • განათება და კამერა – „სასტუმრო მირაჟი“ (რეჟისორი გურამ ბაქრაძე)
  • ლევან თედიაშვილი, მსახიობი – „მეოთხე ბრაიტონი“  (რეჟისორი ლევან კოღუაშვილი)
  • მარინე ყუბანეიშვილი , მსახიობი – „რატომ ვართ ერთად“ (რეჟისორი ილო ღლონტი)
  • „სველი ქვიშა“ –  (რეჟისორი ელენე ნავერიანი)

საერთაშორისო ჟიურის წევრები იყვნენ:

  • იაელ ფოჟიე (ფრანგი პროდიუსერი),
  • ანდრეი ხალპახჩი (კიევის საერთაშორისო კინოფესტივალ „მოლოდისტის“ დირექტორი, უკრაინა)
  • კრისტიან ფეიგელსონი (კინოკრიტიკოსი, სოციოლოგი, კინოს ისტორიკოსი და მეცნიერი).

მასალების გადაბეჭდვის წესი