ახალი ამბები

freemisha კამპანია ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი არაა – სამნიძე

25 ნოემბერი, 2021 • 1081
freemisha კამპანია ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი არაა – სამნიძე

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ #freemisha კამპანია ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი არაა.

მისი თქმით, ამას თავად მიხეილ სააკაშვილიც ხედავს.

“freemisha არის მისი მხარდამჭერებისა და ენმ-ის კამპანია და ეს არ არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი. როგორც ჩანს, ამას კარგად ხედავს მესამე პრეზიდენტი და თვლის, რომ ეს კამპანია უნდა იყოს ცალკე, ხოლო პოლიტიკური დღის წესრიგი- ცალკე. მე ეს წავიკითხე მისი განცხადებიდან”, – განაცხადა სამნიძემ.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ერთმანეთთან კოორდინაციით “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო ცვლილებები მიაღებინოს.

“დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი არის ის, რომ შევძლოთ და მოვიპოვოთ რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ მე ვფიქრობ, და ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით, რომ სანამ რიგგარეშე არჩევნების მოპოვებას შევძლებთ, სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია სწორედ ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობით შევძლოთ ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” კენჭისყრაზე დასვას საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩვენ მივიღოთ ეს ცვლილებები“, – განაცხადა სამნიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი