ახალი ამბებისამართალი

მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილი საკუთარ პროცესებს დაესწროს – ჰარცელი

25 ნოემბერი, 2021 • 1513
მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილი საკუთარ პროცესებს დაესწროს – ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრება მნიშვნელოვანია, რადგან ეს მისი უფლებაა, როგორც ქართული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად. ამის შესახებ ჰარცელმა დღეს, 25 ნოემბერს ისაუბრა:

“მივესალმები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს. ასევე, მოხარული ვარ, რომ მისი რეაბილიტაციის პროცესი დადებითად მიმდინარეობს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ამბავი დასრულებილია, ჩვენ გავაგრძელებთ მიმდინარე ვითარებისთვის თვალის მიდევნებას მის ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით. მათ შორის არის მისი პირადი ინფორმაციის დაცულობის, ღირსების საკითხები და სხვა. ასევე დავაკვირდებით სამართლებრივ პროცესებსაც.

დავაფიქსირებ მოსაზრებას მის სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გათვალისწინებულია, როგორც ქართულ კანონში, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაშიც”, – განაცხადა ჰარცელმა.

ჰარცელის შეფასებით, ამჟამად არსებული მდგომარეობა არის შესაძლებლობა ყველა პოლიტიკური მხარისთვის, რომ დაფიქრდნენ, თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ ეს ვითარება განგრძობითად სწორი მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი