ტელეკომპანია „ფორმულა“ აცხადებს, რომ იზა ჩირგაძეს მიაკვლია და ის უსაფრთხოდაა.„ფორმულას“ ცნობითვე, კამერებთან გამოჩენაზე უარს ამბობს. ის ოჯახთან ერთადაა.
დამატებით დეტალებზე ტელეკომპანია არ საუბრობს.
საუბარია ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორზე, რომელმაც 1 ნოემბერს საჯაროდ თქვა, რომ მას „ქართული ოცნება“ ხმების გაყალბებას აიძულებდა.
თავად ჩირგაძის ტელეფონის ნომერი [11:34 საათი] მიუწვდომელია. ნეტგაზეთი მასთან დაკავშირებას მეორე დღეა ცდილობს.
გუშინ ორგანიზაცია ISFED-მა თქვა, რომ მზადაა სამართლებრივად დაეხმაროს იზა ჩირგაძეს, თუმცა, მას ვერ უკავშირდება. ნეტგაზეთს იმავე დღეს „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ უთხრეს, რომ იყვნენ ჩირგაძის სახლთანაც, თუმცა, კავშირზე არ გამოდიოდა.
ვერ ვუკავშირდებით ქალს, ვინც აცხადებს, რომ „ოცნება“ ხმების გაყალბებას აიძულებდა – ISFED