ახალი ამბები

ლევან ვარშალომიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

1 ნოემბერი, 2021 • 1844
ლევან ვარშალომიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

დეპუტატის მანდატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი, ლევან ვარშალომიძე ტოვებს.

„უარს ვაცხადებ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატზე, რადგან მსურ,ს ლეგიტიმაციაგამოცლილი ხელისუფლების შეცვლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყოს!“, – წერს ის.

ამას წინ უსწრებდა მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან, რომლითაც პარტიის წევრებს მოუწოდა, საპარლამენტო მანდატები დაეტოვებინათ. ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღეს პარტიის წევრებმა დეპუტატებმა, ნონა მამულაშვილმა და ანი წითლიძემ.

საპარლამენტო მანდატი დღეს დატოვეს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა ზურა ჯაფარიძემ და „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ. ხაზარაძემ ამ გადაწყვეტილების შესახებ, გუშინ, 31 ოქტომბერს, პარლამენტის წინ აქციის მიმდინარეობისას განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი