ახალი ამბები

დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტს ტოვებს

1 ნოემბერი, 2021 • 1995
დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტს ტოვებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნონა მამულაშვილი პარლამენტის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მამულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა:

„მე ვფიქრობ, პარლამენტში ყოფნას აზრი ეკარგება. ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით აქამდე, ახლა ვხედავთ, რომ პარლამენტში ძირითადად“ქართული ოცნება” ცდილობს, გაატაროს ის ხაზი, რაც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება. ძალიან მალე მივმართავ პარლამენტს და მეც ოფიციალურად დავტოვებ მანდატს“, – ამბობს მამულაშვილი.

მამულაშვილის განცხადებას წინ უძღოდა მიხეილ სააკაშვილის წერილი, რომელიც მისმა ადვოკატებმა საპატიმროდან დღეს, 1 ნოემბერს გამოიტანეს. წერილში სააკაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატის დატოვებისკენ მოუწოდებდა.

გუშინ, 31 ოქტომბერს პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი