ახალი ამბები

დეპუტატის მანდატს ანა წითლიძეც ტოვებს

1 ნოემბერი, 2021 • 1012
დეპუტატის მანდატს ანა წითლიძეც ტოვებს

დეპუტატის მანდატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძეც ტოვებს. მისი თქმით, იმ ვითარებაში, როცა მიხეილ სააკაშვილის ციხეშია, შიმშილობს, არჩევნები კი ოპოზიციას წართვეს, პარლამენტში ყოფნის აზრს ვერ ხედავს:

„მე არ ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მქონია კომუნიკაცია პარტიასთან. მოგეხსენებათ, ზუგდიდში ვარ. მაგრამ მესამე პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა. (არც მქონია, ისე ვიბრძოდი) ქართული ოცნება უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო. დანარჩენზე ვისაუბრებ აქციებზე“, – წერს წითლიძე პირად „ფეისბუკ“ გვერდზე.

მანდატის დატოვებაზე განცხადება ასევე გააკეთეს ნონა მამულაშვილმა, ზურა ჯაფარიძემ. გუშინ 31 ოქტომბერს კი მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებდა.

დღეს, 1 ნოემბერს გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის წერილი, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა.

სააკაშვილი ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი