ახალი ამბები

ლევან ვარშალომიძეს დეპუტატის მანდატი შეუწყდა

6 სექტემბერი, 2022 • 678
ლევან ვარშალომიძეს დეპუტატის მანდატი შეუწყდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ვარშალომიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ლევან ვარშალომიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილებას 78-მა  დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საქართველოს კონსტიტუციისა და  პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. ლევან ვარშალომიძემ კი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გამართული  26-ვე სხდომა გააცდინა.

2021 წლის ნოემბერში ლევან ვარშალომიძემ თავად განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატს ტოვებდა:

„უარს ვაცხადებ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატზე, რადგან მსურ,ს ლეგიტიმაციაგამოცლილი ხელისუფლების შეცვლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყოს!“, – წერდა ვარშალომიძე 2021 წლის 1 ნოემბერს.

ამას წინ უძღოდა მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან, რომლითაც პარტიის წევრებს მოუწოდა, საპარლამენტო მანდატები დაეტოვებინათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი