ახალი ამბები

ზურა ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

1 ნოემბერი, 2021 • 1192
ზურა ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე პარლამენტის დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ჯაფარიძის მსგავსად, მანდატი დატოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმაც. გუშინ, 31 ოქტომბერს კი მსგავსი განცხადება „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

დღეს, 1 ნოემბერს გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის წერილი, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა.

სააკაშვილი ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი