ახალი ამბები

ღარიბაშვილი “ოცნების” ოფისთან მხარდამჭერებს გამარჯვებას ულოცავს

30 ოქტომბერი, 2021 • 751
ღარიბაშვილი “ოცნების” ოფისთან მხარდამჭერებს გამარჯვებას ულოცავს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისთან მხარდამჭერებს მეორე ტურში გამარჯვება მიულოცა.

“ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ წინასწარი მონაცემებით და მინდა მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება”.

დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს ირჩევდნენ.

17 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე აქტივობა 39.5% -ია, რაც 825 129 ამომრჩეველს შეადგენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი