ახალი ამბები

“იმედის” ეგზიტპოლით დიდ ქალაქებში “ოცნებამ” გაიმარჯვა

30 ოქტომბერი, 2021 •
“იმედის” ეგზიტპოლით დიდ ქალაქებში “ოცნებამ” გაიმარჯვა

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით,  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში 4 თვითმმართველ ქალაქში “ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

თბილისი

  • კალაძე 57.2%
  • მელია 42.8%

ქუთაისი

  • იოსებ ხახალეიშვილი 51.9%
  • ხატია დეკანოიძე – 48.1%

რუსთავი

  • ნინო ლაცაბიძე 53.8%
  • დავით კირკიტაძე 46.2%

ბათუმი

  • არჩილ ჩიქოვანი 50.8%
  • გიორგი კირთაძე 49.2%

იმედის“ ეგზიტპოლები კვლევითმა ორგანიზაცია „გორბმა“ ჩაატარა. ცდომილების ზღვარი არის +/- 2.5%.

იმედის განცხადებით, ეგზიტპოლები მხოლოდ ზემოთ დასახელებულ ქალაქებში ჩაატარეს.

როგორც ცნობილია, იმედის დაკვეთით ეგზიტპოლი I ტურშიც ჩატარდა, რომლის მიხედვითაც კალაძეს 51% ჰქონდა და პირველსავე ტურში იმარჯვებდა, თუმცა ცესკოს შედეგებით მოქმედმა მერმა 45% აიღო და თბილისში მე-2 ტური გაიმართა.

დღეს, 30 ოქტომბერს 20 საარჩევნო ოლქში მე-2 ტურები იმართება როგორც მერის არჩევნებში, ასევე საკრებულოს მაჟორიტარულ ოლქებში. მერის არჩევნებში 20 ოლქიდან 17-ში მმართველ გუნდს ენმ-ს კანდიდატი უპირისპირდება, ორში – დამოუკიდებელი კანდიდატი, ხოლო ერთში – გიორგი გახარიას პარტიის წევრი.https://netgazeti.ge/life/571427/

მასალების გადაბეჭდვის წესი