ახალი ამბები

ლაცაბიძე: აქტიურად შეინიშნება უკვე მარკირებული პირების უბნებზე მისვლა

30 ოქტომბერი, 2021 • 799
ლაცაბიძე: აქტიურად შეინიშნება უკვე მარკირებული პირების უბნებზე მისვლა

„ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ რუსთავში ბოლო ერთი საათის განმავლობაში აქტიურად შეინიშნება უკვე მარკირებული ადამიანების უბნებზე ხმის მისაცემად მისვლა.

ლაცაბიძე საარჩევნო მანიპულაციებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი ამომრჩევლის ნების კონტროლს ცდილობენ:

„რუსთავში მთელი დღის განამვლობაში ყველა უბანზე იყო სიმშვიდე, სადაც ენმ-ის წარმოამდგენლები და სახეები არ ცდილობდნენ ხელოვნურად შეეტანათ არეულობა და მოეწყოთ პროვოკაციები. ვნახეთ გიორგი კაპანაძის იმდენად აქტიური დესტრუქციული ქმედებები, პოლიციის მეშვეობით გახდა შესაძლებელი ამ ადამიანის უბნიდან გაყვანა, ამომრჩეველს რომ შეძლებოდა უბანზე მისვლა და ხმის მიცემა.

დარღვევები ჩვენი მხრიდან დაფიქსირებულია მე-18 უბანზე, 70-ე, მე-17, 34-ე, 32-ე, 82-ე და მე-40 უბანზე. ჩვენ დავწერეთ საჩივრები და ამაზე მუშობს ჯგუფი. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და ვისაუბრეთ, რომ აპირებდნენ დრონების მეშვეობით  იდენტიფიცირება მოეხდინათ ამომრჩევლის.

ზემოქმედებენ ადამიანებზე და შეიძლება ვიღაცამ ამის გამო გადაიფიქროს არჩევნებზე მისვლა. თითქმის ყველა უბანზე ეს ადამიანები დრონების საშუალებით ცდილობენ იდენტიფიცირება მოახდინონ ხალხის და შეფერხება შეუქმნან მათ, ვისაც უნდა არჩევნებზე მისვლა. ბოლო საათის განმავლობაში აქტიურად შეიმჩნევა უკვე მარკირებული ადამიანების მისვლა უბანზე და ამას აქვს მასშტაბური სახე”, – ამბობს ნინო ლაცაბიძე.

30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი