ახალი ამბები

ნატოს სპეც. წარმომადგენელი კავკასიაში საქართველოში 19-20 ოქტომბერს ჩავა

16 ოქტომბერი, 2021 • 1164
ნატოს სპეც. წარმომადგენელი კავკასიაში საქართველოში 19-20 ოქტომბერს ჩავა

ხავიერ კოლომინა, ნატოს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში აანონსებს ვიზიტს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.

როგორც კოლომინა წერს, ის ეწვევა აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს, რათა „დავსახოთ გზები ნატო-ს კავკასიაში ჩართულობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“.

„მოუთმენლად ველი ჩემს პირველ ვიზიტს კავკასიაში მომავალ კვირას“, – წერს იგი.

კოლომინას ცოტა ხნის წინ შეხვდნენ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე ბრიუსელში.

ამის შემდეგ, 16 ოქტომბერს, პარლამენტის პრესცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოლომინა საქართველოს 19-20 ოქტომბერს ეწვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი