ახალი ამბები

„შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე“ — სააკაშვილი

4 ოქტომბერი, 2021 • 3511
„შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე“ — სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში შიმშილობას აგრძელებს და აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაშიც უარს იტყვის ექიმების დახმარებაზე.

ამის შესახებ დღეს, 4 ოქტომბერს, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ნიკა გვარიამ განაცხადა.

გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეკრებულ ჟურნალისტებთან სააკაშვილის წერილი წაიკითხა:

“მე მინდა, საქართველოს მოქალაქეებმა ჩემი მყარი გადაწყვეტილების შესახებ იცოდნენ. საქართველოში დავბრუნდი, რათა ჩვენს ხალხს დავხმარებოდი თავისუფლების და დემოკრატიის აღდგენის საქმეში.

როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა დამაკავა, მე ვრჩები თავისუფალ ადამიანად გისოსებს მიღმაც. როგორც ალბათ იცით, მე შიმშილობა გამოვაცხადე და მინდა იცოდეთ, რომ არ შევწყვეტ მას არცერთ შემთხვევაში, სანამ მე და ჩემ გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებული.

მე ძალიან მიყავრს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე ყველა შემთხვევაში. ჩემი არსებობით მეტს ვეღარ დავეხმარები ჩემს ხალხს. მზად ვარ, ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც.

და ზუსტად ვიცი, რაზეც მოვდივარ. არ მსურდა, გული მეტკინა ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის, მაგრამ უარი განვაცხადე წინასწარვე ექიმების შემოთავაზებაზე, ჩემი უგონოდ ყოფნის შემთხვევაში, რაიმე ფორმით სამედიცინო ჩარევაზე. ამას გწერთ არა ხელის ჩამოსაშვებად, არამედ პირიქით, თქვენს გასააქტიურებლად” ,— ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.


მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს, მოქალაქე ელგუჯა ცომაიას ბინაში დააკავეს და ბრალი დამატებით წაუყენეს საზღვრის უკანონო კვეთისთვის. ის საქართველოში არაოფიციალური გზებით შემოვიდა.

სააკაშვილის გარდა დააკავეს ელგუჯა ცომაია და ასევე, ფოთის პორტის ორი თანამშრომელი.

როგორ შეიფარა ცომაიამ სააკაშვილი თავის ბინაში — დეტალები

მასალების გადაბეჭდვის წესი