ახალი ამბები

სააკაშვილის დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავეს — პროკურორი

4 ოქტომბერი, 2021 • 1155
სააკაშვილის დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავეს — პროკურორი

პროკურორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს. დამატებით დეტალებზე ის არ საუბრობს.

მანამდე, დაკავებული იყო ელგუჯა ცომაია, რომელმაც, ბრალდების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლასა და მის გადამალვაში შეუწყო ხელი. კერძოდ, ბრალდების თანახმად, ის იმ ბინის მეპატრონე იყო, სადანაც ექსპრეზიდენტი დააკავეს.

“დაკავებულია კიდევ ორი პირი დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. თავად მსჯავრდადებულის, მიხეილ სააკაშვილის მარშრუტის შესახებ გამოძიებისთვის ყველა დეტალი ცნობილია.

ამასთან, შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება 364-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოყვანასა და სათანადო პირობების შექმნას. ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მტკიცებულებების მოგროვება და არ არის გამორიცხული, ბრალდებულ ცომაიას დაუმძიმდეს ბრალდება”, — ამბობს პროკურორი.

უკრაინიდან საქართველოში არაოფიციალური გზებით შემოსული მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი