ახალი ამბები

დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნები იმართება 

2 ოქტომბერი, 2021 • 954
დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნები იმართება 

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნები იმართება. 

ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები სამ სხვადასხვა ბიულეტენს მიიღებენ.

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი.

ცესკოს მონაცემებით, შექმნილია 3 664 საარჩევნო უბანი,  პენიტენციურ დაწესებულებებში – 9 უბანი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით კი შექმნილი 70 უბანი.

ცესკოს მონაცემებით, არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 21 483 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31 310 დამკვირვებელი და 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1024 საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა ქვეყნის  საარჩევნო ადმინისტრაციებისა და  საელჩოების წარმომადგენლები. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 109 მედიაორგანიზაციის 2 927 წარმომადგენელი.

საარჩევნო უბნები 7 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 8 საათზე დაიწყება. 

ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.  

ახალი წესები 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის — რა შეიცვალა

მასალების გადაბეჭდვის წესი