ახალი ამბები

“გააფარჩაკა საკუთარი პარტია და მისი კანდიდატიც” — კალაძე

1 ოქტომბერი, 2021 • 4372
“გააფარჩაკა საკუთარი პარტია და მისი კანდიდატიც” — კალაძე

თბილისის მერ კახა კალაძის აზრით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბათუმში ყოფნის შესახებ ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

“ამ გადადგმული ნაბიჯით გააფარჩაკა საკუთარი პარტია და, სამწუხაროდ, მისი კანდიდატიც”, — განაცხადა კალაძემ და ექსპრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს, ასე ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიის კანდიდატის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას. და ამისთვის მას ძალიან დიდი მადლობა. დანარჩენი, დაველოდოთ არჩევნებს. ვერავინ გააფუჭებდა თავის პარტიას და თავის კანდიდატს ასე, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა”, — განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს დილით, დაახლოებით 08:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე პირველად დაწერა, რომ ის საქართველოშია. ამის შემდეგ კი რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, რომლის ფონადაც ბათუმი ჩანს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საზღვარი.

მდინარაძის თქმით, „ჩვენი ექსპერტები ამბობენ, რომ ეს [ვიდეო] არის ფეიკი“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი უკვე რამდენიმე დღეა, რაც საქართველოშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი