ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი ბათუმში გადაღებულ მეორე ვიდეოს აქვეყნებს

1 ოქტომბერი, 2021 • 1754
მიხეილ სააკაშვილი ბათუმში გადაღებულ მეორე ვიდეოს აქვეყნებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეორე ვიდეოს აქვეყნებს. ფონის მიხედვით ვიდეო ღამით, ბათუმში არის გადაღებული.

“მოგესალმებით ჩემი ბათუმიდან, ჩემი სიამაყიდან. რამდენი რაღაც გაკეთდა ახალი, თუმცა ეს ბულვარი და ეს პროექტები მე უკვე დახაზული მქონდა და ცოტა უკეთესად წარმომედგინა. ხედავთ, რომ მე გავრისკე ჩემი სოცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი აქ, მიუხედავად მუქარებისა. მინდა გთხოვოთ, 2-ში მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ “ნაციონალურ მოძრაობას”. ეს არის გადამწყვეტი არჩევნები საქართველოსთვის.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1 ოქტომბრის დილას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოშია, მოგვიანებით კი ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

სააკაშვილი წერს, რომ უკვე საქართველოშია

მასალების გადაბეჭდვის წესი