შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ამის შესახებ სამინისტრომ “ნეტგაზეთს” განუცხადა.
მოგვიანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდებოდა. ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ კომუნიკაცია ჰქონდათ უკრაინულ მხარესთანაც, სადაც უთხრეს, რომ სააკაშვილს უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1 ოქტომბრის დილას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოშია, მოგვიანებით კი ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია.